მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კითხვები აქვთ სებ-თან დეპუტატებს?

629dae7ff1b0c
მარიამ ვარადაშვილი
06.06.22 11:32
621
ამ წუთებში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიშს ისმენს. მომხსენებელი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილია.

საკომიტეტო მოსმენის დაწყებამდე პარლამენტის წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკთან მთავარი კითხვა ინფლაციის უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს შეეხება.

“2021 წელი ყველაზე ცუდი წელი იყო ინფლაციის კუთხით თანამედროვე საქართველოს ისტორიაში და ეროვნული ბანკი ყველაზე წარუმატებელი წლის ანგარიშს წარადგენს. იმდენი კითხვა შეიძლება იყოს დასმული, არ მგონია ერთი კომიტეტის ფორმატი საკმარისი იყოს. ეს ეხება ეროვნული ბანკის ქმედებებს, რომელმაც არათუ არ დაუშვა ის, რომ დაბალი ინფლაცია ყოფილიყო, არამედ 13 კვარტალი ზედიზედ ისე მართავს მონეტარულ პოლიტიკას, რომ ინფლაცია უფრო მაღალია, ვიდრე მიზნობირივი მაჩვენებელი”,-აცხადებს რაქვიაშვილი.

ინფლაციასთან დაკავშირებით ექნება კითხვები დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესაც.

“ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც დღეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს აწუხებს, ინფლაციაა. შესაბამისად, საინტერესოა, რა გეგმები აქვს ამასთან დაკავშირებით სებს და ეროვნული ბანკი ამ გამოწვევებს როგორ პასუხობს. მნიშვნელოვანია, რომ სწორი ნაბიჯები იქნას გადადგმული”,-აცხადებს სონღულაშვილი.