მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმედი გვაქვს, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას გააგრძელებს" - არჩილ გაჩეჩილაძე

646b4aae937ab
თინათინ ნატმელაძე
23.05.23 00:30
765
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე, მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბანკმა უფრო შეღავათიანი სესხები გასცეს.

"ბოლო ორი წელია დაკრედიტების ტემპი ჩამორჩება ეკონომიკის ზრდის ტემპს და იმედი გვაქვს, რომ ამის დაჩქარება მოხდება. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს, პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - ეროვნულმა ბანკმა შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი 10.5-მდე და იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და საშუალება მოგვეცემა, რომ ჩვენს მომხმარებლებს უფრო შეღავათიანი სესხები მივცეთ", - ამბობს გაჩეჩილაძე.

10 მაისს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5% პროცენტს შეადგენს. სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში ინფლაციის შემცირება გახდა, რადგანაც აპრილში ინფლაციის დონე სამიზნე 3%-ს ჩამოსცდა და 2.7% შეადგინა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები