მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფლაციის კლება ეროვნულ ბანკს უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას აძლევს" - არჩილ გაჩეჩილაძე

646b4a25d6047
თინათინ ნატმელაძე
22.05.23 15:06
642
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის თქმით, ინფლაციის კლება ეროვნულ ბანკს უფრო გაბედული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას აძლევს.

"ვინაიდან ინფლაცია ჩამოსცდა 3%-იან სამიზნე მაჩვენებელს, როგორც მოგეხსენებათ, 2.7% დაფიქსირდა, ეს არის ძალიან სასიხარულო, ვინაიდან, არც ისე ბევრ ქვეყანას რეგიონში, მათ შორის არც ევროპასა და ამერიკაში, არ აქვს ამის ფუფუნება. ეს საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს, რომ უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგას, მათ შორის საპროცენტო განაკვეთის დაწევის კუთხით", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის აპრილის წლიური ინფლაციის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში ფასების საერთო დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა, ასეთი დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი კი ქვეყანაში ბოლოს 2021 წლის იანვარში იყო. ყოველწლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სხვადასხვა ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ იქონია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები