მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მიზანს ემსახურება ძლიერი ავთენტიფიკაცია? - ალექსანდრე ძნელაძე

606c631e227b4
ლიკა გურაბანიძე
07.04.21 09:45
923
ბოლო პერიოდში ქართულმა ბანკებმა ინტერნეტ და მობაილბანკის სისტემების დაცვისთვის პირობები გაამკაცრეს და მომხმარებელს კიდევ უფრო დაცული მომსახურებისათვის ძლიერი ავთენტიფიკაცია შესთავაზეს. რას ნიშნავს ეს და რა მიზანს ემსახურება? - როგორც “საქმიან დილაში” საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, რაც უფრო მაღალია საბანკო უსაფრთხოება, ეს მომხმარებლის მეტად გათვითცნობიერებას უწყობს ხელს. აუცილებელი ხდება, რომ მომხმარებელმა მეტი ინსტრუმენტის შესახებ იცოდეს, რათა დისტანციური სერვისები გამოიყენოს. 

ალექსანდრე ძნელაძის თქმითვე, საბანკო სისტემა მომხმარებლისთვის ამა თუ იმ სერვისის გამარტივებას მაქსიმალურად ცდილობს, თუმცა ეს გამარტივება სისტემის უსაფრთხოების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

“ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი იმ მინიმალურ ერთიან სტანდარტს განსაზღვრავს, რომლის ქვემოთაც შესაძლებელი აღარაა, რომ მომხმარებელს დისტანციური სერვისები მივაწოდოთ.

საბანკო სისტემა მომხმარებლის უსაფრთხოებას მუდმივად უზრუნველყოფდა. არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებლის კეთილ ნებას უნდა გასცდეს გარკვეული რეგულაციები და ერთიანად გამკაცრდეს. გარკვეული ხარვეზები არსებობს, როგორც დისტანციური, ასევე ფიზიკური სერვისების მიღების დროს. გარდაუვალია ამ მიმართულებით სიარული, რადგან საქართველო 5 წლის წინ კიბერთაღლითებისთვის საინტერესო ქვეყანა გახდა, ხოლო დისტანციურ სერვისებს ალტერნატივა არ აქვს. ეს არის სწორედ ონლაინსერვისებზე მომხმარებლის უსაფრთხოებისთვის განკუთვნილი წესი, რომ ჩვენი თანხები კიბერთაღლითებისგან დავიცვათ", - აღნიშნა ძნელაძემ.