მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის დახმარების მიღებაზეა საუბარი IMF-თან - კობა გვენეტაძის პასუხი

5e73925049e04
BM.GE
19.03.20 21:00
1025
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კორონავირუსისა და ნავთობის ფასების ვარდნიდან გამომდინარე შექმნილი კრიზისის შესახებ "საქმიან დილაში" ისაუბრა. 

სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეკონომიკის არაერთ სექტორში იქნება შემოსავლის შემცირება. ამასთანავე, შემცირდება მოთხოვნა ქართულ ექსპორტზე, ასევე დაიკლებს ფულადი გზავნილების მოცულობაც. არსებულ ვითარებაში, საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს მოლაპარაკებები აქვთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომელთაგანაც სახელმწიფო მნიშვნელოვანი მოცულობის დახმარების მიღებას ელის.

"რა თქმა უნდა, ამაზე არის ნაფიქრი. როგორც მინიმუმ ეს უნდა იყოს იმის შესადარისი, რა შოკიც აქვს ეკონომიკას. როდესაც ამის დათვლა გახდება შესაძლებელი საგადასახდელო ბალანსიდან გამომდინარე. ჩვენ, რა თქმა უნდა ვეცდებით, რომ კიდევ უფრო წინდახედულები ვიყოთ და კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურsის მობილიზაცია გავაკეთოთ, ვიდრე სხვა შემთხვვეაში იქნებოდა შესაძლებელი,"- ამბობს კობა გვენეტაძე. 

ამასთანავე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე პროგრამის შესახებ კობა გვენეტაძე ამბობს, რომ მისი არსებობა სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ამარტივებს მოლაპარაკებებს. 

"სავალუტო ფონდის პროგრამა 2020 წლის აპრილში იწურებოდა, თუმცა 2019 წლის დეკემბერში ეკონომიკურმა გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება მისი გაგრძელების შესახებ. ცხადია ამ პერიოდში ვერანაირ კორონავირუსზე ვერ ვიფიქრებდით, თუმცა არსებობდა მოლოდინი, რომ ეს წელი რთული იქნებოდა, მათ შორის არჩევნების მოლოდინიდან და სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ამიტომაც, მოვითხოვეთ პროგრამის გაგრძელება.

შეიძლება ითქვას, რომ სიმბოლურია ის თანხა, რასაც პროგრამის ფარგლებში სავალუტო ფონდისგან ვიღებდით, თუმცა, თავად ამ პროგრამის არსებობა შესაძლებელს ხდის, რაც შეიძლება ჩქარა გააკეთო რესურსების მობილიზება, რათა გაუმკლავდე შოკებს.

IMF-ის პროგრამის არსებობა ამასთანავე სხვა დონორებს აძლევს კომფორტს, რომ მათაც ასევე გააკეთონ დახმარება.

ამჟამად საუბარი მიდის მნიშვნელოვანი ოდენობის თანხების გამოყოფის შესახებ. მათ შორისაა მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ასევე შედარებით მცირე სხვა ორგანიზაციებიც.

საქართველო ამჟამად განიცდის საგადასახდელო ბალანსის შოკს. ტურიზმიდან არ იქნება შემოსავალი, მომსახურებიდან არ იქნება შემოსავალი, გადმორიცხვები შემცირდება,"- ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი "საქმიან დილაში"