ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია. 1768 კილომეტრის სიგრძის მილსადენის საქართველოს მონაკვეთის მართვაზე პასუხისმგებელი, საერთაშორისო კონსორციუმთან ერთად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაა, რომელიც ყოველთვიურად აქვეყნებს გატარებული ნავთობის მოცულობის შესახებ სტატისტიკას.
კორპორაციის ინფორმაციით, 2021 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გატარებული ნავთობის მოცულობამ 9.1 მილიონი ტონა შეადგინა. ბაქო-სუფსის მილსადენის მიერ გატარებული ნავთობის მოცულობა ამავე პერიოდში 1.1 მილიონ ტონას შეადგენდა. ამჟამინდელი ფასით ამ ნავთობის საბაზრო ღირებულება $5.3 მილიარდი დოლარია.
2020 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის დატვირთვა 11.5%-ით შემცირდა და 27.6 მილიონი ტონა შეადგინა. ეს ნავთობის სატრანზიტო მოცულობის ბოლო 10 წლის მინიმუმს წარმოადგენდა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი 2006 წელს გაიხსნა. მას შემდეგ მისი დატვირთვა ყველაზე მაღალი 2010 წელს იყო და 38.4 მილიონ ტონას შეადგენდა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისგან განსხვავებით, მზარდია შაჰ-დენიზის (სამხრეთ კავკასიის მილსადენების) დატვირთვა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიხედვით, 2020 წელს ამ მილსადენების მიერ გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობა 21%-ით გაიზარდა და მან 11.1 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია.
შაჰ-დენიზის გაზსადენის სისტემა (SCP) უკავშირდება ტრანს-ანატოლიის გაზსადენს TANAP-ს, რომელიც თავის მხრივ დაუკავშირდება ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს (TAP) დასავლეთ თურქეთის საზღვარზე. ტრანს-ადრიატიკის გაზსადენი კვეთს საბერძნეთსა და ალბანეთს, საიდანაც იგი ადრიატიკის ზღვის ფსკერზე მდებარე მილსადენით სამხრეთ იტალიისაკენ მიედინება.
რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალური გაზსადენის (ჩრდილოეთი სამხრეთის მილსადენის) დატვირთვა 2020 წელს უცვლელი დარჩა და 2.2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. ამ მილსადენზე არის დამოკიდებული სომხეთის მოსახლეობისა და სომხეთის თბოსადგურების გაზმომარაგება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ