მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი ნავთობსადენით გადაზიდული ყაზახური ნავთობის მოცულობა გაიზარდა

64b90f701fc56
მარიამ ვარადაშვილი
20.07.23 14:47
855
მეორე კვარტალში ყაზახეთმა ბაქო-თბილისის-ჯეიჰანის ნავთობსადენით 347 ათასი ტონა ნავთობი გადაზიდა. ამის შესახებ ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტო Trend ავრცელებს.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიამ ამ მარშრუტით მხოლოდ 19.2 ათასი ტონა ნავთობის ექსპორტირება მოახდინა, რაც დაახლოებით 18-ჯერ ნაკლებია, ვიდრე მეორე კვარტალში.

აზერბაიჯანის გავლით ევროპის ბაზრებზე ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება აზერბაიჯანულ SOCAR-სა და ყაზახურ KazMunayGas-ს შორის ადრე გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა. შეთანხმება თენგიზის საბადოდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით წლიურად 1,5 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, ივნისში ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენით 2.5 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა. ეს მაისთან შედარებით 100 ათასი ტონით შემცირებული მაჩვენებელია. მიმდინარე წლის ექვს თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა (BTC) და ბაქო-სუფსის მილსადენებით 15 მლნ ტონა მოცულობის ნავთობი იქნა გადაზიდული. ბაქო–სუფსას ნავთობსადენი მიმდინარე წელს მხოლოდ თებერვალში იყო ფუნქციური და მისით 100 ათასი ტონა ნავთობი იქნა გადაზიდული. მილსადენის ოპერატორ BP-ში აცხადებენ, რომ მილსადენი მხოლოდ კონტრაქტების არსებობის პირობებში იმუშავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები