მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვხდებით ყველაზე საიმედო ალტერნატივა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტზე - ღარიბაშვილი

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი გახსნა, რომელსაც რეგიონის ქვეყნების მთავრობის წევრები და საერთაშორისო ბიზნესების წარმომადგენლები ესწრებიან. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო უკვე პოზიციონირებს როგორც საიმედო ალტერნატივა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ვაჭრობის გზებზე.

“შუა დერეფანი საქართველოს მასშტაბით სწრაფად ვითარდება, როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა უკვე ვხდებით ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ალტერნატივა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტზე და ჩვენ ასევე მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან იმისთვის, რათა აღმოიფხვრას დაბრკოლებები და გაძლიერდეს ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები. გამარტივდეს პროცედურები და ასევე გამოყენებული იყოს ერთიანი სატარიფო პოლიტიკა. საქართველოს გაფორმებული აქვს EU-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე არსებობს ასეთივე დსთ-სთან, ჩინეთთან, თურქეთთან, UAE-სთან და ჩვენ ვვითარდებით როგორც ერთიანი ჰაბი და ჩვენი მთავრობის პოლიტიკა კიდევ უფრო უბიძგებს ინვესტორებს უფრო მეტად ისარგებლონ იმ ფაქტით, რომ ისარგებლონ 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზრით, სადაც გვაქვს წვდომა. პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე ისრაელთან და სამხრეთ კორეასთან,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ის, რომ საქართველომ აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა უნდა დააფუძნონ სარკინიგზო გადაზიდვების ერთობლივი კომპანია და მომხმარებლებს ერთიანი ტარიფები შესთავაზონ ეს რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმაც განაცხადა. დღეს მიმდინარე ფორუმს უცხოელ დელეგატთა შორის ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრიც ესწრება. თუმცა, უცნობია როდის დაფუძნდება რკინიგზებს შორის ერთობლივი კომპანია.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 26-27 ოქტომბერს იმართება და მას 60-მდე ქვეყნის 2,000 დელეგატი ესწრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები