მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზები ერთობლივ კომპანიას დააფუძნებენ

პარლამენტში

საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზები ერთობლივ კომპანიას დააფუძნებენ, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ასეთი კომპანიის შექმნის რეკომენდაციასაც საქართველოს შუა დერეფნის ათვისებით დაინტერესებული ჩინეთი აძლევს. ლევან დავითაშვილის თქმით, ერთობლივმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სახმელეთო გადაზიდვების კოორდინაცია და ერთობლივი სატარიფო სისტემის შექმნა.

“ახლა მიდის პროცესი ამ კომპანიის ჩამოყალიბების. ამოცანა არის საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზის მიერ დაფუძნება ერთობლივი კომპანია, რომლის ამოცანაც იქნება შუა დერეფანიდან გამომდინარე კონტეინირიზებული ტვირთების გადაზიდვების ეფექტური კოორდინაცია და ტარიფების გამჭვირვალე და სტაბილური სისტემის ჩამოყალიბება. ეს არის კრიტიკული საკითხები, რომლებსაც ჩინეთი სვამდა ჩვენთან იმისთვის რათა კონკურენტუნარიანი იყოს ჩვენი მარშრუტი სჭირდებათ სტაბილური ტარიფბი, მათ სჭირდებათ იაფი გადაზიდვები და იმისთვის, რათა ეს მიღწეული იქნას, აუცილებელია მაქსიმალური კოორდინაცია რკინიგზებს შორის და ამ მიზნით სამი რკინიგზა ჩამოაყალიბებს ერთობლივ კომპანიას,”- განაცხადა ლევან დავითასვილმა.

ლევან დავითაშვილმა ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო მოსმენაზე გააკეთა. თუმცა, მაშინ თქვა, რომ ასეთი კომპანია უკვე შექმნილი იყო, რაც შემდგომ დაზუსტდა, რომ ამ კომპანიის შექმნა იგეგმება.

„ასეთი კომპანია არსებობს, ეს არის ერთობლივი შეთანხმება საქართველოს, ყაზახეთის და აზერბაიჯანისა რკინიგზებს შორის. ის მოემსახურება ჩინეთიდან მომავალ საკონტეინერო ტვირთებს“, - 4 ოქტომბერს განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა სექტემბრის ბოლოს ასტანაში გამართულ ფორუმზე განაცხადა, რომ დერეფანში გამტარუნარიანობა შესაძლოა, 5-ჯერ გაიზარდოს, ერთობლივი კომპანიის მიერ განსაზღვრული ტარიფი კი 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები