24.სექტემბერი .2022 15:41

რა ნაბიჯებს გადადგამდა საბა კიკნაძე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რომ იყოს?

რა ნაბიჯებს გადადგამდა საბა კიკნაძე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რომ იყოს?
views 594
უკან

რა ნაბიჯებს გადადგამდა ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელი საბა კიკნაძე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რომ იყოს? ამ კითხვას მან გადაცემა BMGDRIVE-ს ეთერში უპასუხა და აღნიშნა, პირველ რიგში, უფრო მეტი ფინანსების მოძიებას შეეცდებოდა.

მისივე თქმით, ინდუსტრიას საკანონმდებლო ცვლილებაც სჭირდება, რადგან ინდუსტრიის მოთამაშეების წესები დასარეგულირებელია.

„პირველი - ვიმუშავებდი მეტ "პრომოუშენზე". მეტი ფულის მოძიებას შევეცდებოდი. პროფესიული განათლების კუთხით ვიმუშავებდი და ვითანამშრომლებდი სასწავლებლებთან. კადრების კრიტერიუმების მაღლა აწევასა და შენარჩუნებაზეც ვიმუშავებდი. ასევე სასტუმროების ხარისხის ამაღლებაზე. სტანდარტებზე, მაგალითად, იმაზე რომ კირკორვი არ უნდა დავუკრათ. ვფირობ, საკანონმდებლო ცვლილებაც საჭიროა, რადგან დღეს ინდუტრიის მოთამაშეების თამაშის წესები ველურია“, - ამბობს საბა კიკნაძე.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მეორე წელია ხელმძღვანელი არ ჰყავს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტურია 2020 წლის დეკემბრიდან ანუ მას შემდეგ, რაც თავად მარიამ ქვრივიშვილი დეპუტატი გახდა, მაგრამ რამდენიმე თვეში პარლამენტარის მანდატზე უარი თქვა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა. ამ დრომდე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას მედეა ჯანიაშვილი ასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა