მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პასუხი აქვს სამინისტროს რძის მწარმოებლებისთვის ირანულ რძესთან დაკავშირებით?!

5e32cc2d621f2
ინგა მურუსიძე
30.01.20 19:30
1418
ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს თავისუფალ ბიზნესს, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრი გამოეხმაურა ქართველი რძის მწარმოებლების განცხადებებს იმის შესახებ, რომ ირანული რძე არაკონკურენტულ პირობებში აყენებს ქართველ მწარმოებლებს.

„ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს მწარმოებლებთან. ფერმერების გულის ტკივილი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ პატივს ვცემთ თავისუფალ ეკონომიკურ ურთიერთობებს. კონკრეტული დარღვევები უნდა აღიკვეთოს, ამაზე პასუხისმგებელი ვართ და არათანაბარი კონკურენცია არ უნდა დავუშვათ. რამდენადაც რძე იყო აქტუალური თემა, ხდება მუდმივი კონტროლი პროდუქციის, რამდენად უსაფრთხოა, რამდენად შეესაბამება კანონმდებლობას და ა.შ. სამინისტრო შემოსავლების სამსახურთან ერთად გააგრძელებს შემოსული პროდუქციის მონიტორინგს იმისთვის, რომ ადგილობრივ მწარმოებლებს არასამართლიანი კონკურენცია არ შეექმნათ. რაც შეეხება სამართლიან კონკურენციას, აქ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს თავისუფალ ბიზნესს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.