მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვერ დაგეთანხმებით, რომ რაიმე პრობლემა გვაქვს" - მინისტრის მოადგილე ინვესტიციებზე

თენგიზ ნასარიძე

"იმაში, რომ რაიმე პრობლემა გვაქვს, ვერ დაგეთანხმებით", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოცულობის შეფასებისას განაცხადა. BMG-ის კითხვაზე, რატომ არ იზრდება დარგში უცხოური ინვესტიციების მოცულობა, თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა, რომ დარგი ვითარდება.

"სოფლის მეურნეობის სექტორში, დაახლოებით, 7 მილიარდზე მეტის ინვესტიციაა განხორციელებული, საიდანაც 2 მილიარდი სახელმწიფოს თანაინვესტირებაა. გამოდის, 5 მილიარდზე მეტიც ინვესტიცია განხორციელდა, რაც 10 წლის წინ წარმოუდგენელი იყო.შესაბამისად, იმაში, რომ აქ რაიმე პრობლემა გვაქვს, ვერ დაგეთანხმებით. ჩვენ სხვა დონეზე ვართ გადასული და ამ შესაბამის რეალობას თავისი გამოწვევები აქვს და ჩვენი სამთავრობო გუნდი ამას უპასუხებს", - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

დამაზუსტებელ კითხვას: ბოლო პერიოდში რა სახის ინვესტიციები შემოვიდა, მან უპასუხა:

" - ამ წუთას ვერ გეტყვით.

- მნიშვნელოვანი ინვესტიციები რომ გვითხრათ.

- კონკრეტულ ბიზნესებს ვერ გეტყვით, უხერხულობა რომ არ შეიქმნას. მაგრამ გეუბნებით, რომ 7 მილიარდზე მეტი ჩაიდო 10-წლიან პერიოდში".

2023 წლის განმავლობაში საქართველოში 1 მილიარდ 600 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. გასულ წელს სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოცულობა შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დარგში ჯამში $3.3 მილიონის უცხოური ინვესტიცია ჩაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები