მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პოზიციებზე ცხადდება ბოლო პერიოდში ვაკანსიები? - "რაოდენობა 35%-ითაა გაზრდილი"

60438d60add92
ანუკა ჯოხაძე
06.03.21 19:30
1203
დასაქმების პორტალის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2020 წელს ვაკანსიების ნაწილში 40%-იანი კლება დაფიქსირდა, ხოლო სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. HR.GE-ის რეგიონული მენეჯერის განმარტებით, მდგომარეობა ბაზარზე სტაბილიზაციისკენ მიდის, რადგან კონკრეტულად HR.GE-ზე 2021 წლის თებერვალში იანვართან შედარებით გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა 35%-ით არის გაზრდილი.

“გასულ კვირას ძალიან ბევრმა საბავშვო ბაღმა გამოაცხადა ვაკანსიები, ვგულისხმობ, კერძო საბავშვო ბაღებს. ასევე გააქტიურდნენ ტრენინგ ცენტრები, მათ გამოაცხადეს როგორც ტრენინგები, ასევე ვაკანსიები. ბოლო პერიოდში საბანკო სექტორიც აქტიურობს ვაკანსიების გამოცხადების კუთხით. ცხადდება ვაკანსიები ფარმაცევტულ სექტორში და არის ძალიან დიდი მოთხოვნა დეველოპერებზე. პოპულარული გახდა კურიერის პოზიციაც", - აცხადებს HR.GE-ის რეგიონული მენეჯერი ინგა შახბაზიანი.

HR.GE-ის რეგიონული მენეჯერის განმარტებით, ბოლო პერიოდში სამუშაოს მაძიებლებს შორის გამოჩდნენ ტოპ-მენეჯერებიც, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს, თუმცა მისი თქმით, კომპანიების მხრიდან მაღალ თანამდებობებზე ვაკანსიები თითქმის არ ცხადდება.

“წინა წლებში თუ სამუშაოს მაძიებლების რეგისტრაცია საშუალო და დაბალ პოზიციებზე ხდებოდა, დღეს რეგისტრირდებიან მაღალი პოზიციების წარმომადგენლებიც. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაღალი პოზიციის კანდიდატებიც დარჩნენ უმუშევრები", - ამბობს ინგა შახბაზიანი HR.GE-ის რეგიონული მენეჯერი.