მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემებია ქართული ლურჯი მოცვის ბიზნესში?

5f0022048124d
ნინი ლონგურაშვილი
04.07.20 11:05
1510
"ლურჯი მოცვის წარმოების კუთხით გამოცდილება არის ძალიან მცირე", – ამის შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში "მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ისაუბრა.

ეკა ვეფხვაძე ამბობს, რომ წარმოებისას კლასიკური ტიპის პრობლემებს აწყდებიან, თუმცა მოთხოვნის ზრდა ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

"მოცვის კულტურა არ არის ქართული ტრადიციული მეხილეობის დარგი, შესაბამისად, ამ მხრივ გამოცდილება და ცოდნა ძალიან მცირეა. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსებით საკმაოდ ბევრი ბაღი გაშენდა და ბევრი ფერმერია აღნიშნული კულტურის მოყვანით დაკავებული, კლასიკური ტიპის პრობლემებს ვაწყდებით, რაც ნებისმიერ სტარტაპში თუ ახალ ბიზნესშია, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა ამ ხილზე. მაგალითად პანდემიის შემდეგ კენკრაზე მოთხოვნა მსოფლიო მასშტაბით 30%-ით გაიზარდა და კონკრეტულად ლურჯ მოცვზე – 100%-ით.

ლურჯი მოცვის მთავარი მწარმოებელი არის ამერიკის შეერთებული შტატები, მაროკო, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი და ჩინეთმა დაიწყო ახლა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ გვაქვს კლიმატური უპირატესობა. ჩვენი მოსავალი ასწრებს, ასე რომ ვთქვათ, ფანჯარა გვაქვს პოლონეთთან და უკრაინასთან. მათ მოსავალს რამდენიმე კვირით ვუსწრებთ. ასევე ჩვენი უპირატესობა არის ადგილმდებარეობა. მაგალითად, 2-3 საათში პირდაპირი ავიარეისით შესაძლებელია, რომ გალფის ქვეყნებში უკვე დახლზე იდოს ქართული ლურჯი მოცვი", – ამბობს ეკა ვეფხვაძე.