მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რეფორმის განხორციელებას ითხოვს IMF საქართველოსგან?

605f3f585361b
ელენე კვანჭილაშვილი
27.03.21 20:00
1304
მთავრობამ უნდა ჩამოაყალიბოს ხედვა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებასთან დაკავშირებით – ეს არის ერთ–ერთი პირობა IMF–სგან საქართველოსთვის მორიგი პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად. სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების მნიშვნელობაზე საუბრობს მერსედეს ვერა მარტინი, რომელმაც საქართველოში IMF-ის მისიის ხელმძღვანელის პოსტზე საქმიანობა ახლახან დაასრულა. მერსედეს ვერა მარტინმა მისი საქმიანობა საქართველოში გადაცემა Forbes Talks–თან და “Forbes კვირასთან” შეაჯამა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრა.

“როგორც ყველა პროგრამაში აქაც გვქონდა გარკვეული პირობები და ერთი პირობა ისიც არის, რომ მთავრობამ უნდა ჩამოაყალიბოს ხედვა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა ამ თემასთან დაკავშირებით მთავრობასთან კონსულტაციები, ანგარიშიც გამოვაქვეყნეთ, სადაც მოხაზულია თუ რა უნდა გაკეთდეს - ამ რეფორმის მთავარი ამოსავალია, რომ სახელმწიფო საწარმოები კარგად უნდა იმართოს. ჩვენ გავდივართ მთავრობასთან დღის წესრიგის ამ კომპონენტს. ეს არ არის მყისიერი რეფორმა - ამ ტიპის რეფორმის გატარება დროს მოითხოვს, რაც შეიძლება უახლოეს წლებში დაიწყოს”,– აცხადებს მერსედეს ვერა მარტინი.

კითხვაზე, როგორია IMF–ის ხედვა სახელმწიფო საწარმოების მმართველობასთან დაკავშირებით, განიხილება პრივატიზაცია თუ კერძო–საჯარო პრატნიორობა, მერსედეს ვერა მარტინი ამბობს, რომ სავალუტო ფონდი არცერთ მთავრობას არ ეუბნება რა უნდა გააკეთოს – მოახდინოს საწარმოების პრივატიზაცია თუ დატოვონ სახელმწიფო საკუთრებაში.

“საზოგადოებრივი სიკეთის თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება საჭირო იყოს გარკვეული სახელმწიფო საწარმოები იმ საზოგადო სიკეთის შესაქმნელად, რომელსაც კერძო სექტორი ხელს არ მოკიდებს. დღეს არსებული ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, რომ მთავრობასთან ერთად ვმსჯელობთ, როგორ შეიძლება ამ საწარმოების მმართველობის გაუმჯობესება. აქ მნიშვნელოვანია, რომ მართვა იყოს კომერციულ საწყისებზე, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება იყოს უმაღლეს ხარისხში. ვფიქრობ, კარგად არის გააზრებული თუ რა რისკების მატარებელი შეიძლება იყოს ცუდი მართვის პირობებში სახელმწიფო საწარმოები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის”,– აცხადებს მერსედეს ვერა მარტინი.