მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საპროცენტო სარგებელი ერიცხება მოსახლეობის საპენსიო დანაზოგებს?

5f5757f6ea936
შოთა ტყეშელაშვილი
08.09.20 14:00
1201
საქართველოს 1 მილიონი მოქალაქე ჩართულია ნახევრად სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემაში, რომლის ოპერატორის სახელმწიფო საპენსიო სააგენტოა. 40 წლამდე მოქალაქეებისთვის სისტემაში მონაწილეობა სავალდებულო, 40 წელზე უფროსებისთის კი ნებაყოფლობითია. 8 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში უკვე 950 მილიონი ლარი არის დაგროვილი. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დღეისთვის დაგროვებულ აქტივებს 11.1%-იანი საპროცენტო სარგებელი ერიცხება. 

"საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში, რაც 2.3-ჯერ აღემატება ქვეყანაში მიმდინარე წლიური ინფლაციის მაჩვენებელს (აგვისტოს მდგომარეობით 4.8%), ხოლო 1.3-ჯერ აღემატება ლარის შემოსავლიანობის მაჩვენებელს."- აცხადებს საინვესტიციო სამსახურის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე

ამასთან საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეთა დაგროვილ აქტივებს სარგებლის სახით 79.5 მილიონი ლარი დაერიცხა. 

8 სექტემბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 447-მა ადამიანმა. საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 211 მონაწილე, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო 1-მა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით - 186-მა, ხოლო მემკვიდრეობის უფლებით ისარგებლა - 49 პირმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის მანძილზე საშუალოდ 9000-ზე მეტია.