მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტომ ₾13 მილიონიანი ინვესტიცია "სელფი მობაილის" ობლიგაციებში განახორციელა

საპენსიო სააგენტო
სტატიაში საუბარია:

საქართველოს საპენსიო სააგენტომ 13 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა კომპანია “სელფი მობაილის” მიერ გამოშვებულ 65-მილიონიან ახალ ფასიან ქაღალდში.

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, გოგა მელიქიძის განმარტებით, კანონის შესაბამისად, სააგენტოს აღნიშნულ ფასიან ქაღალდში 20%-მდე ინვესტიციის განხორციელება შეეძლო და ფონდმა სწორედ 20%-ის ოდენობით განახორციელეს “სელფი მობაილის” ფასიან ქაღალდში ინვესტირება.

თავად “სელფი მობიალის” მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდის ვადიანობა 3 წელს, ხოლო მისი საპროცენტო განაკვეთი TIBR-ს პლიუს 3.5%-ს შეადგენს.

ეს საპენსიო სააგენტოს მიერ ქართულ კორპორატიულ ობლიგაციებში განხორციელებული რიგით მეოთხე ინვესტიციაა. მთლიანობაში ფონდის ინვესტიციები ქართულ კორპორატიულ ფასიან ქაღალდებში ასე ნაწილდება:

ნიკორა - 3.5 მილიონი ლარი;

თიბისი ლიზინგი - 11 მილიონი ლარი;

საქართველოს კაპიტალი - 6 მილიონი დოლარი;

სელფი მობაილი - 13 მილიონი ლარი.

2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით საქართველოს საპენსიო სააგენტოს ფონდის ზომა 4.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის: ყოველდღიურად გაეცანით ახალი ამბებს ბიზნესში BMG-ის ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები