მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად განვათავსოთ საპენსიო დანაზოგები - მელიქიძის განმარტება

64b94284334a1
მარიამ ვარადაშვილი
21.07.23 00:00
575
2023 წლის აგვისტოდან, მოქალაქეები თავად აირჩევენ სად დააბანდონ საკუთარი საპენსიო დანაზოგი. ამას ჯერ კიდევ 2018 წელს მიღებული კანონი ითვალისწინებს.

საპენსიო სქემის მონაწილეებს საინვესტიციო პორტფელის მოდელის არჩევა მათ პირად ელექტრონულ გვერდებზე შეეძლებათ.

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე BMGTV-ის ეთერში ამბობს, რომ მაღალრისკიან პორტფელში სასურველი იქნება თუ 40 წლამდე პირები განათავსებენ საკუთარ დანაზოგებს იმისთვის, რომ გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღონ.

“12 თვიანი ე.წ ჩაკეტვის პერიოდი საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება იყო. იმიტომ, რომ სქემის მონაწილეებმა არ გააკეთონ შემდეგი: როცა ბაზარზე ფასი გაიზრდება სხვა პორტფელზე გადავიდნენ და როცა ფასი შემცირდება-სხვაში. ეს ნიშნავს, რომ ამით ყველაზე მეტად საკუთარ თავს დავაზარალებ. ჩვენს შემთხვევაში სქემის მონაწილემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ რისკის პორტფელზე და პროფილიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. მაგრამ ეს უნდა იყოს მისი გრძელვადიანი გადაწყვეტილება.

მაგიტომ არის ასაკობრივი ალოკაცია, 40 წლამდე მონაწილე ვინც გვყავს და აქვს 20-40 წელი საპენსიო ასაკამდე, მას შეუძლია გრძელვადიან პერსპექტივაში რისკი აიღოს. ამიტომ მას უნდა ჰქონდეს მაღალრისკიანი პორტფელი იმისთვის, რომ 25 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოს. მონაწილე, რომელიც მაგალითად 58 წლის არის და პენსიაზე გასვლა მალე უწევს, არ აქვს იმდენი დრო დარჩენილი, რომ მნიშვნელოვანი რისკი აიღოს. ამიტომ მას უნდა ჰქონდეს ნაკლებრისკიანი პორტფელი, რათა დაცული იყოს. მონაწილეებს არ ვურჩევდი, რომ მოკლევადიანი გადაწყვეტილებები მიიღონ. ეს მხოლოდ მონაწილეს დააზიანებს. როცა გაქვს გრძელვადიანი საინვესტიციო დრო უნდა იყიდო გრძელვადიანი აქციები და ის გრძელვადიან სარგებელს მოიტანს. ხოლო როცა გაქვს მოკლევადიანი საინვესტიციო პერიოდი უნდა აიღო ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც ფასში არ შემცირდება და მოგიტანს გარანტირებულ საპროცენტო განაკვეთს. ეს აქსიომაა, ჩვენი კანონიც და საინვესტიციო სტრატეგიაც ამას ეფუძნება",-ამბობს მელიქიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები