მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სახით იმოქმედებს რისკების დაზღვევის შემოთავაზებული მექანიზმი - ლევან ახვლედიანის განმარტება

5db96f26d280d
შოთა ტყეშელაშვილი
30.10.19 14:10
753
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა ტვირთბრუნბის დაზღვევის საკითხთან დაკავშირებით არსებულ ინიციატივაზე განაცხადა, რომ ის არასწორად იქნა აღქმული.

ლევან ახვლედიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში მართლაც საჭირო ხდება თანხის გადახდა, ამ თანხის გადახდის შემდეგ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მას სახელმწიფოს სესხის სახით უკან დაუბრუნებს.

“50 მილიონ დოლართან დაკავშირებით სტრუქტურა არის შემდეგი - სამივე მხარე, ჩვენ ევროკავშირი და სახელმწიფო დებს 50-50 მილიონ დოლარს. ეს არის გვერდზე მდგომი, ანუ თავიდანვე კი არ იხდება ის თანხა, არამედ კეთდება იურიდიულად განაცხადი, რომ ჩვენ თუ საჭირო იქნება, ამ თანხას მოვახმართ კონკრეტულად ბანკების სესხის ნაწილობრივ დაფარვას. ეს არ არის საჩუქარი. თუ ეს თანხა იქნება გამოყენებული პროექტის მიერ, ეს თანხა დაეწერება პროექტს, როგორც სესხი. ეს სესხი იქნება გასტუმრებული პროექტის მიერ გარკვეულ პერიოდში. ითქვა, რომ ეს თითქოს კომერციულ რისკს აზღვევს ინვესტორის, ეს ასე არ არის. ამ თანხის ათვისება ინვესტორის ინტერესებში არ შედის, რადგან ინვესტორი ვერ გასცემს დივიდენდს, სანამ ეს თანხა თავისი პროცენტით უკან დაბრუნებული არ იქნება", - ამბობს ლევან ახვლედიანი.

კონსორციუმის გენერალურ დირექტორს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად როგორი იყო მთავრობის პოზიცია ამ შეთავაზებაზე, მაგრამ შედეგების მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის აღნიშნული მექანიზმი მისაღები არ იყო.

ამასთან, ლევან ახვლედიანის აზრით, ანაკლიის პორტის პროექტზე მხარეებს შორის შეთანხმების თაობაზე წლის ბოლომდე ვადების დადგენა არაადეკვატურია.

ცნობისთვის: როგორც რამდენიმე დღის წინ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, შუალედური ვალდებულებების 2019 წლის 31 დეკემბრამდე წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო "ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან" დადებულ ხელშეკრულებას გაწყვეტს.