მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეცვალა თბილისის მერიამ პარკირების სისტემაში "სითი პარკის" წასვლის შემდეგ?

5e4aa5a3b420a
ნინი ლონგურაშვილი
17.02.20 19:10
1451
მას შემდეგ, რაც თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა, თბილისის საპარკინგე სისტემა “თბილისი პარკინგმა” ჩაიბარა, რომელსაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია უწევს ოპერირებას.

BM.ge დაინტერესდა, 2 წლის განმავლობაში რა შეიცვალა საპარკინგე სისტემის მიმართულებით, რაც “სითი პარკი” ბაზრიდან გავიდა, რაზეც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.

“2018 წლის 10 აპრილიდან, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისი პარკინგის სისტემის ადმინისტრირება ჩვენს კომპანიას დაევალა. იმ პერიოდისთვის არ იგეგმებოდა რაიმე ცვლილებები თბილისი პარკინგის ადმინისტრირების სისტემაში; საშვის ღირებულება, ჯარიმის ოდენობა, ეს ყველაფერი რჩებოდა იგივე, ჩვენ უბრალოდ დაგვევალა, რომ მოგვეწყო და განგვევითარებინა ინფრასტრუქტურა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც გადმოვიბარეთ პარკირების უფლება, 26 000 კვ მეტრამდე პარკინგის ადგილი თავიდან დავხაზეთ, გამოცვლილია 12 000-მდე საგზაო ნიშნები და დგარები; ასევე, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, შევქმენით ვებპორტალი და მობილური აპლიკაცია, სადაც მძღოლებს შეუძლიათ საშვის მარტივად შეძენა, ასევე გადაიხადონ და შეამოწმონ ჯარიმა.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებითვე, რამდენიმე ქუჩაზე დაიწყო ფასიანი ზონალური პარკინგის საპილოტე ვერსია. საპარკინგე ადგილების რაოდენობა მცირედით შეიცვალა; საპარკინგე ტერიტორიების გამოყოფა მერიის პრეროგატივაა, ჩვენ ვართ უბრალოდ კომპანია, რომელიც არსებულ ტერიტორიაზე ადმინისტრირებას აკეთებს. ჩვენ, თავიდანვე, როდესაც გადმოვიბარეთ „თბილისი პარკინგის“ სისტემა, მაშინვე განვაცხადეთ, რომ მიდგომა გვექნებოდა სხვა. ჩვენი სურვილი არ არის მეტი მძღოლის დაჯარიმება, ჩვენთვის, მთავარია, საპარკინგე სისტემის მოწყობა და სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ”, - აცხადებს BMG -ისთან თბილისის სატრანპოსრტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თენგიზ რობაქიძე.

შეგახსენებთ, მერიამ კომპანია „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა. შეთანხმების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, პარკირების სისტემის მართვიდან მიღებული შემოსავლებიდან, კომპანია „სითი პარკს“ გადაუხადა ოთხი მილიონ სამასი ათასი (4 300 000) აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც კომპანია „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები