ომის დაწყებისთანავე რუსეთის ავიაცია უპრეცედენტო სანქციების ქვეშ აღმოჩნდა, რადგან ევროკავშირმა საჰაერო სივრცე ჩაკეტა, რუსეთში რეგისტრირებული ავიაკომპანიებისთვის. შეზღუდვა გავრცელდა რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში მყოფ კერძო თვითმფრინავებზეც.
აშშ-ის, კანადისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები აჩენდა მოლოდინს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი რუსეთის სამოქალაქო ავიაცია იქნებოდა. დაკეტილი საჰაერო სივრცის გარდა, ამის მიზეზი Airbus-ისა და Boeing-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომლებმაც რუსულ ავიაკომპანიებს სათადარიგო ნაწილების მიწოდება შეუწყვიტეს. იმ ფონზე, როცა რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფლოტის დიდი ნაწილი სწორედ მათ მიერ წარმოებული თვითმფრინავებია, ეს ნიშნავს რომ რუსული კომპანიები საერთაშორისო სტანდარტების ვერ დააკმაყოფილებენ.
როგორც Bloomberg წერს, სანქციების დაწესების წლისთავზე რუსეთის ავიაცია ოპერირებას აგრძელებს და გარკვეულ მიმართულებებზე ფრენებს ზრდის. ჯამში რუსული კომპანიები 467 Airbus-სა და Boeing-ის თვითმფრინავს იყენებს. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ, კანადამ და ევროკავშირმა საჰაერო სივრცე ჩაუკეტეს და იქ ფრენები ვერ სრულდება, მათ ფრენები გაიზარდეს ტაილანდში, თურქეთსა და არაბთან გაერთიანებულ საამიროებში. ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სომხეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. ამასთან, რუსული ავიაკომპანიები ჯამში დღიურად 1000-ზე მეტ შიდა ფრენას ასრულებენ, რაც 15%-ით ნაკლებია 2022 წლის დასაწყისთან შედარებით.
გასული წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მთავრობის “სანქციების საწინააღმდეგო” ღონისძიებების ნაწილი იყო. კანონი რუსულ ავიაკომპანიებს, რომელთაც თვითმფრინავები ლიზინგით აქვთ გადაცემული, საშუალებას აძლევდათ ისინი რუსეთში დაერეგისტრირებინათ. კერძოდ, კანონმა საშუალება მისცათ, ლიზინგით გადაცემული თვითმფრინავებით ოპერირება გაეგრძელებინათ. ამ ფორმით რუსეთმა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების თვითმფრინავები მიისაკუთრა.
როგორც Bloomberg წერს, რუსულ ავიაკომპანიებს ოპერირება თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანიებისგან ყოველგვარი ტექნიკური შემოწმების გარეშე უწევთ. საუბარია პროგრამულ განახლებაზე და სხვა ტექნიკური სახის შემოწმებაზე, რაც თვითმფრინავის ოპერირებისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა და რასაც ადგილობრივი საავიაციო რეგულატორები ითხოვენ. როგორც გამოცემა წერს, რუსული ავიაკომპანიები ოპერირებას “მეგობრული” ქვეყნების დახმარებით აკეთებენ ან/და სხვა თვითმფრინავებს შლიან ნაწილების გამოსაყენებლად.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი