მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეიძლება გააკეთონ ბიზნესებმა, რომ სანქციების გავლენა თავიდან აირიდონ? - ვიქტორ ყიფიანის განმარტება

629fbb5e87bac
ალა ისპირიანი
08.06.22 01:09
889
ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი, ბიზნესს რეკომენდაციებს აძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება მათ გააკეთონ, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გავლენა თავიდან აირიდონ.

"ის, რასაც ქართველმა ბიზნეს სუბიექტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ისაა, რომ სანქციები მეტწილად ფინანსურ და მათთან გათანაბრებულ აქტივებთანაა მიმართული. ფინანსურ აქტივებს რომ ვამბობთ, აქ არ არის აუცილებელი მხოლოდ საფინანსო საბანკო სექტორი ვიგულისხმოთ. აქ თანაბრად სამრეწველო, სავაჭრო და სხვა ბიზნეს სუბიექტები მოიაზრება. 

შემდეგი არის საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები. მოგეხსენებათ ზოგადი პრინციპია, რომ საკუთრების გარკვეული ზღვრის გადაცილების შემთხვევაში (ეს არის 50% და მეტი), ბიზნეს ორგანიზაცია შეიძლება სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდეს. თუმცა იოლად დასაშვებია ისეთი შემთხვევაც, რომ ასეთი ორგანიზაცია შესაძლოა სულაც არ იყოს პირდაპირ სანქცირებულთა სიაში ნახსენები, მაგრამ მისი სასანქციო შეზღუდვებში მოქცევა მესაკუთრეთა სტრუქტურამ გამოიწვიოს. ასევე გლობალურ კომპანიებსაც ხშირად უჭირთ, როცა კონტრაგენტის სწორ იდენტიფიკაციასა და დიაგნოსტიკაზეა საუბარი და ამასაც ყურადღება უნდა მიექცეს. ბოლოს, რაც მნიშვნელოვანია, ამას ტერიტორიულ ემბარგოს ვუწოდებდი, ანუ იმის შესწავლას, სად წარმოებს ან საიდან მომდინარეობს კონკრეტული საქონელი, სერვისი და დაფინანსება.

როდესაც ქართულ კომპანიებს ვამბობთ, ეს მხოლოდ მათ არ ეხება. ჩივილი დასავლური კომპანიებისგანაც გვესმის. მათი პრეტენზიებია, რომ ხშირად სანქციების ამოქმედება დროში თადარიგის დაჭერის გარეშე ხდება ან ისეთი თადარიგით, რომ მასთან მისადაგებისთვის კომპანიებს საკმარისი დრო არ რჩებათ. ეს დიდი პრობლემაა, რადგან ეს პროცესი არა მარტო ადამიანურ რესურსს, არამედ განსაკუთრებულ და გამორჩეულ კომპეტენციას მოითხოვს.

ასევე საიურისდიქციო სივრცე აღვნიშნეთ, რომლებიც არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი. მოუხედავად იმისა, რომ სამივე ამ მიმართულებას ძალიან ბევრი რამ მსგავსება აქვთ, მაინც არის გარკვეული განსხვავებები. შესაძლოა ერთმა განსხვავებამაც კი ბიზნესს ვერაგი მახე დაუგოს, ამიტომ ქართულ ბიზნესს აქაც ყურადღება მართებს", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.