26.იანვარი .2021 12:47

რა შემთხვევაში დაჩქარდება ეკონომიკის გახსნა? - პრემიერის განმარტება

რა შემთხვევაში დაჩქარდება ეკონომიკის გახსნა? - პრემიერის განმარტება
views 706
უკან

საქართველოს საკოორიდინაციო საბჭოზე შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის გახსნის საკითხებზე ისაუბრეს. საქართველოს პრემიერის განცახდებით, ეკონომიკის გახსნის გეგმა იმ შემთხვევაში დაჩქარდება თუ დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, 4%-ს ჩამოცდება.

პრემიერის შეფასებით, გარკვეულ ქალქებში ყველაფერი გახსნილია. მისი თქმით, ყველაფერი თანმიმდევრული უნდა იყოს, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, საბოლოო მიზანი კი ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა.

„კარგი შედეგები გვაქვს აჭარაში და რამდენიმე მსხვილი ქალაქის გარდა სადაც დადებითობის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია, დანარჩენ ქალაქებში ყველაფერი გავხსენით. ვაჭრობა მათ შორის, განათლება მათ შორის და გავხსენით მუნიციპალური ტრანსპორტიც. თუ არ ვიქნებით მსგავსად თანმიმდევრულები და ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ სურვილებზე, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დავაზიანებთ ეკონომიკას და სხვა შედეგს ვერ მივიღებთ, ეს უნდა გვესმოდეს ყველას, მაშინ როდესაც გადაწყვეტილებასაც ვიღებთ.

რა არის ჩვენთვის დადებითობის მაჩვენებელი - როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს. ასე რომ, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა იყოს თანმიმდევრული, ბალანსის დაცვით და ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ რა თქმა უნდა საბოლოო მიზანი არის ბალანსის საშუალებით ეკონომიკის სწრაფი აღდგენა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა