მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემთხვევაში შეძლებს საქართველო COVID-19-ის პლაზმით მკურნალობას - პაატა იმნაძის პასუხი

5e8478211c664
ანუკა ჯოხაძე
01.04.20 15:14
887
საქართველოში COVID-19-ის მკურნალობისას გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის გამოყენებაზე უკვე მუშაობენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, აღნიშნული მეთოდი საქართველოში სხვა ინფექციებთან საბრძოლველადაც გამოუყენებიათ, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ამ მეთოდის გამოსაყენებლად ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლია საჭირო.

“ეს არის საკმაოდ მიღებული მეთოდი, საქართველოშიც გამოყენებული გვაქვს. ამ მეთოდებს ინფექციებთან საბრძოლველად ძველადაც იყენებდნენ. ბოლო დროს ყირიმ- კონგოს ცხელების პირველი შემთხვევა რომ დაფიქსირდა საქართველოში, ინფექციურმა საავადმყოფომ ეს მეთოდი გამოიყენა. მაშინ ჩვენი ყაზახი კოლეგებისგან მივიღეთ გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმა, ვინაიდან ჩვენ ასეთი პაციენტი არ გვყავდა. ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი უნდა გქონდეს, რომ გამოიყენო ახალ მძიმე პაციენტებზე მკურნალობის ეს მეთოდი. მეთოდი ცნობილია, შესაბამისად, ჩვენი ინფექციონისტები ამაზეც ფიქრობენ“, - აცხადებს პაატა იმნაძე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 24 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციამ სამედიცინო დაწესებულებებს უკვე დართო ნება, რომ ამერიკაში კორონავირუსის მკურნალობაში უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ გამოიყენონ. პირველი კლინიკური კვლევები ჯერ მხოლოდ 5 ადამიანზე ჩატარდა, მაგრამ შედეგები იმედის მომცემია. კვლევაში მონაწილე 5 პაციენტიდან სამი მალევე გაეწერა საავადმყოფოდან, ხოლო ორის შემთხვევაში მდგომარეობა მალევე დასტაბილურდა.