მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შესაძლებლობას აჩენს GRPO-ს მიერ საქართველოს ბაზარზე მწვანე ობლიგაციების განთავსება?

6360dd120effa
ვიქტორია მღებრიშვილი
01.11.22 13:11
446
მიმდინარე წლის ოქტომბერში, ცნობილი გახდა, რომ სს „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციებმა“ (“GRPO”) - Georgia Capital PLC-ის (“ჯგუფი” ან “GCAP”) 100%-იანმა შვილობილმა კომპანიამ, სს „გალტ & თაგარტისა“ და შპს „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე უზრუნველყოფილი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დღეს პანელური დისკუსია გაიმართა, რომელშიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მონაწილეობდნენ.

პანელის ერთ-ერთმა მომხსენებელმა, თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ GRPO-ს მიერ $80-მილიონიანი ადგილობრივი განთავსება რამდენიმე ასპექტითაა მნიშვნელოვანი, რამეთუ ეს ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე დიდი განთავსებაა, რეგიონში უპრეცედენტოდ დაბალ ფასში და რაც მთავარია, ეს მწვანე ობლიგაციებია.

"დასავლეთის ტენდენციებს თუ შევხედავთ, მწვანე ობლიგაციების ბაზრის კაპიტალიზაცია ტრილიონებია და ამ დასავლური ტენდენციის საქართველოში გადმოტანა მნიშვნელოვანია და ხაზს უსვამს, როგორც უშუალოდ GRPO-ს, ასევე ქვეყნის თავდადებას გრძელვადიანი განვითარების კუთხით.

რეგიონში ამ მხრივ საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ დიდი აქტივების მართვის და დასავლურ ინვესტორებს შევხედავთ, მათ გაცხადებული აქვთ, რომ ინვესტირებას მხოლოდ მწვანე ობლიგაციებში გააკეთებენ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა ამას მომზადებული შეხვდეს“, - განაცხადა ჩაჩანიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მწვანე ობლიგაციების ცნობადობის გაზრდის მიზნით, მათ აქტიური კომუნიკაცია აქვთ კომპანიებთან. „ცნობადობის კუთხით ინტერესი დიდია და ვფიქრობთ, რომ მომავალში კიდევ უფრო დიდი წინსვლა იქნება“, - აღნიშნა თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა.