მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეთანხმება აქვს სოსო ფხაკაძეს კახა კალაძესთან?

5e3c0aa5e94c3
სალომე მეცხვარიშვილი
06.02.20 16:45
1521
საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე თბილისის მერთან და ზოგადად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან კომუნიკაციით კმაყოფილია. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას, წარმოადგენს თუ არა ბიზნესისთვის პრობლემას პროექტებზე გადაწყვეტილებების გაჭიანურება.

“მე პირადად მქონდა ქალაქის მერთან შეხვედრა და გვაქვს ასეთი შეთანხმება, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც იქნება ობიექტური და სამართლიანი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველთვის დავაყენებთ მის წინაშე.

პირადადაც ვიღებ ამაში მონაწილეობას, ამ დღეებშიც გვქონდა შეხვედრა და კიდევ გვექნება. ვცდილობთ, დავიცვათ ჩვენი სამართლიანი და ობიექტური ინტერესები და კარგია, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტი მისი ხელმძღვანელობა გვერდშია და ისინი ყოველთვის ცდილობენ, ეს საკითხები გადაჭრან ეფექტურად, ეს მათი მოვალეობაა. ჩვენი მოვალეობა კი არის, დავიცვათ ბიზნეს ინტერესები”,- აცხადებს სოსო ფხაკაძე.