მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში - მთავრობის გადაწყვეტილებები სრულად

601ba70211d7b
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.21 11:53
1864
„დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა ცოტა უფრო სწრაფად განვახორციელოთ“, - განაცხადა მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი დღეისთვის 4%-ზე დაბლაა ჩამოსული.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა ასეთია:

8 თებერვლიდან - თბილისში, ქუთაისში და რუსთავში -  მუნიციპალური ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკორტაქსებიც -  ამოქმედდება.

8 თებერვლიდან - მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება ბაზრობები;

15 თებერვლიდან - თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლის მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ;

15 თებერვლიდან - ამოქმედდება კვების ობიექტების, რესტორნების ღია სივრცეები.

მიუხედავად გასხნის გადაწყვეტილებებისა, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. 

მთავრობა კვლავ ძალაში ტოვებს ე.წ. კომენდანტის საათს 21:00 საათიდან 05:00 საათამდე; დახურული რჩება მთის კურორტები, უმაღლესი სასწავლებლები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება.