ღვინის ეროვნული სააგენტო 2020 წელს მარკეტინგული ღონისძიებებისთვის დაახლოებით 9 მილიონ ლარს დახარჯავს. ამის შესახებ BM.GE-ს სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ განუცხადა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელთან შედარებით, ამ მიმართულებით სააგენტოს ბიუჯეტი თითქმის 1.5 მილიონი ლარით გაიზრდება.
"ციფრები ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა ჩვენი მარკეტინგული ბიუჯეტი მომავალ წელს დაახლოებით 9 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება.
ღვინის იმპორტიორი ქვეყნები შეზღუდული რაოდენობით არის. ძირითადად ყველა ქვეყანასთან უკვე ვმუშაობთ, თუმცა შეიძლება, მეტი აქცენტი გაკეთდეს სკანდინავიის ქვეყნებზე, სადაც აქამდე სპონტანურად ხდება ღონისძიებების დაგეგმვა. ასევე ვაპირებთ სტრატეგიულად ვიმუშაოთ გერმანიაზეც - ეს იმ ქვეყნების გარდა, რომელთა ბაზრებზე ისედაც ვმუშაობთ", - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
რაც შეეხება რუსეთის ბაზარს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, ამ კუთხით მარკეტინგული აქტივობებისთვის უწყება თანხის დახარჯვას არ აპირებს.
"რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა, ბოლო ოთხი-ხუთი წელია, საერთოდ არ გვქონია არანაირი მარკეტინგული აქტივობა და ჩვენი მხრიდან არც იგეგმება", - აღნიშნა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?