მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტიპის დაზღვევით უნდა ისარგებლოს სავაჭრო ობიექტმა, რათა რისკები აიცილოს?

627b88aa6fca0
მარიამ იზორია
15.05.22 10:45
830
რა ტიპის დაზღვევით უნდა ისარგებლოს სავაჭრო ობიექტმა რათა რისკები მაქსიმალურად გადააზღვიოს? - ამ შეკითხვას გადაცემა „საქმიანი დილას“ ეთერში სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის განყოფილების უფროსი, თამარ ძნელაძე პასუხობს.

მისი განმარტებით, თუ პირი მცირე ან საშუალო ზომის მაღაზიას ფლობს, სასურველია ქონების დაცვის, მარაგების დაზღვევისა და პასუხისმგებლობის დაზღვევის პაკეტით ისარგებლოს, ამასთან თუ მას ფართი იჯარით აქვს აღებული, კარგი იქნება თუ მოიჯარე დაზღვევის ნაწილზეც დაფიქრდება.

„ჩვენი დაზღვევის პოლისი მინიმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ გაიცემა. დიდი და პატარა ობიექტები ოპერირების დროს სხვადასხვა რისკს აწყდებიან. მაგალითად, თუ პირი მცირე ან საშუალო ზომის მაღაზიას ფლობს სასურველია, რომ სივრცე დააზღვიოს, რომელშიც შიდა რემონტი, ვაჭრობისთვის საჭირო ინვენტარი და პროდუქცია მოიაზრება. ამასთან, ისარგებლოს მარაგების დაზღვევის პაკეტით და პასუხისმგებლობის ნაწილზეც იფიქროს. იმ შემთხვევაში, თუ ფართი იჯარით აქვს აღებული, მაშინ მოიჯარეს დაზღვევაც სასურველია. ბაზარზე ქონებრივი რისკების დაცვა და პასუხისმგებლობის დაზღვევის ნაწილი მეტად აპრობირებულია. აღსანიშნავია, რომ მოიჯარეს და მეიჯარეს ერთნაირი შესაძლებლობა აქვს“, - ამბობს თამარ ძნელაძე.