მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თქვა მომავალმა პრემიერმა პარლამენტში ტურიზმზე?

6033689fc081c
ინგა მურუსიძე
22.02.21 12:34
1417
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დეპუტატებს თავის გეგმებს და ხედვებს აცნობს.

მან სხვა საკითხებთან ერთად ტურიზმზე და დარგის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ტურიზმზე, თუმცა კოვიდ-პანდემიის გამო პრობლემებია ამ სექტორშიც. ეროვნული წარმოების განვითარება, რეგიონების გაძლიერება, გამართული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაძლიერებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ: შარშან ტურიზმის სექტორის დანაკარგი $2.7 მილიარდზე მეტი იყო, რადგან 2019-ში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან $3 მლრდ 269 მილიონის შემოსავალი მიიღო, შარშან კი, მხოლოდ - $541.7 მლნ.

2020 წელს საქართველოში 1.7 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, მათი უდიდესი ნაწილი ქვეყანაში „ლოქდაუნის“ დაწესებამდე იმყოფებოდა. შედარებისთვის, 2019 წელს ვიზიტორთა რაოდენობამ 9 მილიონი შეადგინა.

როგორ ესახება ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა