მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გაითვალისწინონ ბანკებმა დაკრედიტებისას? - სებ-ის რეკომენდაცია

6477090e7be7b
ვიქტორია მღებრიშვილი
31.05.23 12:52
511
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, გრძელვადიან ტრენდთან შედარებით უძრავი ქონების გაქირავების 30%-ით მეტი ღირებულება დაკრედიტებისას უნდა გაითვალისწინონ. ამის შესახებ მან ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კომერციულმა ბანკებმა დაკრედიტებისას გრძელვადიან პერიოდში შემოსავლების სტაბილურობა უნდა გაითვალისწინონ.

„უძრავი ქონების ბაზარზე უძრავი ქონების ქირისა და გაყიდვის ფასებთან მიმართებით განსხვავებული ტენდენცია გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გაზრდილია, გაცილებით მეტადაა გაზრდილი უძრავი ქონების გაქირავების ფასები. რაც შეეხება გაყიდვის ფასებს, აქ რისკები შედარებით ნაკლებია, რადგან ფასების ზრდა მეტ-ნაკლებად თანაზომიერია სამშენებლო მასალების ფასის ზრდა, ქირის შემთხვევაში ზრდა გაცილებით დიდია და გრძელვადიან ტრენდს 30%-ით აღემატება.

ჩვენი გადაწყვეტილება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის არის. ჩვენ მათ რეკომენდაციას ვუწევთ, რომ ტრენდთან შედარებით ფასების 30%-ით მეტად გაზრდის დინამიკა დაკრედიტებისას გაითვალისწინონ, ეს რაც შეეხება სამომხმარებლო სესხებს და იპოთეკურ სესხებს. ეს უფრო ზოგადი ხასიათის რეკომენდაციაა, როდესაც სესხი ქირის შემოსავლის საფუძველზე გაიცემა, აქ ბანკებმა სესხის ვადის განმავლობაში შემოსავლის გრძელვადიანი სტაბილურობა უნდა გაითვალისწინონ“, - განაცხადა ლეჟავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები