მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გაკეთდეს ელექტრომობილებზე მოთხოვნის გასაზრდელად? - ავტოიმპორტიორი

6431105fcf150
ინგა მურუსიძე
08.04.23 12:20
2035
2020-2022 წლებში ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა კვლავ დაუბრუნდა მოძველებულ, ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს, - ამის შესახებ GALT&TAGGART-ის კვლევაშია აღნიშნული.

Lion Group-ის გენერალური დირექტორი, ლევან სუხიტაშვილი მიიჩნევს, რომ ელექტრომობილების შესყიდვას სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახის სუბსიდირება წაახალისებდა. საკითხზე მან BMG-ს გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.

„სახელმწიფოს მხრიდან ბევრი სუბსიდირება, ბევრი საინტერესო გადაწყვეტილება იქნება მამოტივირებელი მოქალაქეებისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა არ გვაძლევს უკეთესი ავტოპარკის ქონის საშუალებას. ბუნებრივია, მომხმარებლის არჩევანიდან და ფინანური მდგომარეობიდან გამომდინარეობს ის, რომ მეორად ავტომობილებზე მოთხოვნა გაზრდილია. ნებისმიერ ადამიანს სურს ახალი ავტომობილი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური მდგომარეობა თამაშობს გადამწყვეტ როლს. არ შეიძლება, რომ ტრენდულები ვიყოთ, გვინდოდეს, რომ ელექტრომობილები გვყავდეს, მაგრამ თუ ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ეს ვერ მოხდება“, - განაცხადა ლევან სუხიტაშვილმა.

მისივე თქმით, თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება იყო სახელმწიფოს მხრიდან განბაჟების წახალისება.

„ვფიქრობ ეს თემა უნდა გადაიხედოს სახელმწიფოს მხრიდან. ამან ეფექტი მოიტანა და ინტერესიც გააჩინა“, - თქვა სუხიტაშვილმა.