მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა ვიცოდეთ სააღსრულებო ფურცლის ელექტრონული რეგისტრაციისთვის

5e8f8be8c5a90
BM.GE
10.04.20 00:55
1197
სააღსრულებო წარმოება და არა სააღსრულებო სერვისები კვლავ ხელმისაწვდომია.

კრედიტორს/განმცხადებელს აქვს შესაძლებლობა დისტანციურად, პორტალ my.gov.ge ან ელექტრონული ფოსტის info@nbe.gov.ge საშუალებით ელექტრონულად წარადგინოს აღსრულების ეროვნულ ბიუროში აღსასრულებელი დოკუმენტაცია.

ელექტრონული ფოსტით დოკუმენტაციის წარდგენისას იდენტიფიცირებისთვის აუცილებელია მითითებული იყოს კრედიტორის ტელეფონის ნომერი, პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტი. საჭიროების შემთხვევაში აღმასრულებელის მიერ გადამოწმდება ამ პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის სისწორე და კრედიტორთან კუთვნილება.
საქმისწარმოება სააღსრულებო ფურცლის/აღსრულების ქვემდებარე აქტის დედნის გარეშე დაიწყება. იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო ფურცელს წარდგენისას არ ახლავს განმცხადებელთან კომუნიკაციისთვის აუცილებელი რეკვიზიტები, აღმასრულებელი უფლებამოსილია არ დაიწყოს აღსრულება.

დოკუმენტაციის დედნის წარდგენა უნდა მოხდეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ 10 სამუშაო დღის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმისწარმოება შეწყდება;

იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ წარდგენილი სააღსრულებო ფურცლის ასლი არ შეესაბამება დედანს, აღმასრულებელი ვალდებულია შეწყვიტოს სააღსრულებო წარმოება და მასალები გადააგზავნოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონსულტაციო ცენტრს: (032) 2 749 649.