მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ვადით ითხოვს ბიზნესი შეღავათების გადავადებას - ზვიად ჭუმბურიძე

5f10593da0c87
ვიქტორია მღებრიშვილი
16.07.20 23:00
1418
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ კერძო მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე ისაბრა და განაცხადა, რომ მთავრობამ შეღავათები, რომელიც ბიზნესს დაუწესა დეკემბრიდან კიდევ ექვსი თვით უნდა გადაავადოს.

ამის შესახებ ზვიად ჭუმბურიძემ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „ბიზნესის განვითარების პერსპექტივები და კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობები“ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის დიალოგი შედეგების მომტანია, "რადგან ყველანი ვსხედვართ ერთ ნავში".

„უმნიშვნელოვანესი იქნება რომ მთავრობამ, ის რაც დროებითი გადავადებები გაუკეთა ბიზნესს, ეს იყო ფინანსური მიმართულებით თუ სხვადასხვა რეგულაციების მიმართულებით, ეს უნდა გადაავადოს დეკემბრიდან კიდევ მინიმუმ 6 თვე.

საქმე იმაშია, რომ ყველაზე მძიმე დარტყმას ეკონომიკა მიიღებს წლის ბოლოს დეკემბრისთვის და მომავალი წლის დასაწყისისთვის, ასე რომ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს რომ გარდაუვალი იქნება ამ გადავადებების გაგრძელება. მესმის რომ ეს ბიუჯეტისთვის მარტივი არ არის და მძიმე იქნება მაგრამ, თუ ჩვენ დავკარგავთ მცირე და საშუალო ბინზესის განვითარების პერსპექტივას, ჩათვალეთ რომ ჩვენ დავკარგავთ ყველა ეკონომიკური წინსვლის ბერკეტს და პერსპექტივას, შესაბამისად ეს უნდა იყოს გათვალისწინებული“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.