მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ზიანს მიიღებს საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები, უკრაინაში რუსული სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში?

6214c070ebe93
ბექა ბაციკაძე
22.02.22 18:36
1305
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელი, ყოფილი ელჩი უკრაინასა და რუსეთში, ვალერი ჩეჩელაშვილი აცხადებს, რომ ის, თუ რა სახის ხარისხის პრობლემა შეექმნება უკრაინასთან და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, დამოკიდებულია აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო აქტივობის მასშტაბზე.

საკითხზე მან „საქმის კურსში“ სტუმრობისას ისაუბრა. ჩეჩელაშვილის თქმით, თუ რუსეთი შეტევაზე გადავა, ეს ძალიან მძიმედ აისახება ორივე ქვეყანასთან სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე.

ჩეჩელაშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ ე.წ. გამყოფ ხაზზე რუსეთის საჯარისო ნაწილების მოქმედებები არ იყოს ინტენსიური, რაც სიტუაციის დასტაბილურებას გამოიწვევს და ამ შემთხვევაში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან მიმართებით მნიშვნელოვან ზიანს არ მიიღებს.

ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებითვე, უკრაინასთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გართულება, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლოგისტიკურ საკითხებთან.

„მთავარი დამაკავშირებელი ჩვენი და უკრაინის ექსპორტ-იმპორტის, არის საბორნე გადასასვლელი, ილიჩევსკი-ბათუმი, ილიჩევსკი-ფოთი, რაც დამატებით საფრთხეებს ქმნის“, - აცხადებს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის თანადამფუძნებელი.

როგორ გამოიყურებოდა საქართველო უკრაინის ეკონომიკური ურთიერთობები: 2021 წლის განმავლობაში საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი 41%-ით გაიზარდა და $307 მილიონი დოლარი გახდა, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტის მაქსიმალური მაჩვენებელია. ასევე 15.6%-ით გაიზარდა იმპორტი და ის 451 მილიონი დოლარი გახდა. უკრაინიდან იმპორტი მაქსიმალური 2013 წელს იყო და $600 მილიონს შეადგენდა. მთლიანობაში უკრაინა საქართველოს რიგით მეექვსე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. რაც შეეხება უკრაინასთან სხვა ეკონომიკურ კავშირებს, ფულადი გზავნილების სახით 2021 წელს $92.7 მილიონი გადმოირიცხა, რითიც უკრაინამ რიგით მერვე ადგილი დაიკავა. 2021 წლის 9 თვეში საქართველოში უკრაინიდან $6.4 მილიონის FDI შემოვიდა, რითიც ტოპათეულს მიღმა იყო, ხოლო ვიზიტორების რაოდენობით, უკრაინამ გასულ წელს მეხუთე ადგილი დაიკავა, რადგანაც ქვეყანას 144,900 უკრაინელი ვიზიტორი სტუმრობდა. ეს მთლიანად ვიზიტორთა ნაკადის 8.4% იყო.