მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჭაში მოშენებული ლოკოკინები ექსპორტზე გავიდა

634554e678300
თინათინ ნატმელაძე
11.10.22 23:00
1847
რაჭაში მოშენებული ლოკოკინები ექსპორტზე გავიდა. როგორც BM.GE-სთან ფერმის მფლობელი ამბობს, უცხოეთის ბაზრიდან ლოკოკინებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რაც მისი რეალიზაციის რისკებს ამცირებს.

"ფერმა საცდელად გავაკეთე და დაახლოებით 400 000 კვ.მ-ზეა გაშენებული. პროდუქცია კომპანია ‘’ნადი გრუპში’’ ჩავაბარე, რომელმაც ის ექსპორტზე გაიტანა. მოთხოვნა ძირითადად იტალიიდან და პორტუგალიიდანაა, ზოგიერთ შემთხვევაში საფრანგეთიდანაც. პროდუქციის ფასი ადგილზე დაახლოებით 3 ევროა, უცხოურ ბაზარზე 7 ევრო," - განაცხადა თამაზ დვალმა.

მისივე თქმით, რაჭაში ლოკოკინების მოშენებისთვის სათანადო ბუნებრივი პირობებია თუმცა რისკებიც არსებობს, რაც ძირითადად ზაფხულის პერიოდში მაღალ ტემპერატურას უკავშირდება:"პრობლემა ძირითადად სიცხე და დაავადებებია, რომელიც არ უნდა გაუჩნდეს არც ლოკოკინას და არც იმ გარემოს, სადაც ის იზრდება".

რაც შეეხება აღნიშნულ საქმეში ჩადებულ ინვესტიციას თამაზ დვალი ამბობს, 1 ჰექტარი ლოკოკინის ფერმის გაშენება დაახლოებით 60-70 ათასი ევრო ჯდება და ამ თანხის ამოღება, 1.5 წელში იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ წლის განმავლობაში მოსავლის ორჯერ მიიღება მოხერხდა.