მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უამინდობის გამო, ივნისში ჯავშნების 50%-იანი კლება გვქონდა - რაჭაში მდებარე სასტუმრო Wine Space

64a95dc7bc773
ლიკა გურაბანიძე
08.07.23 17:59
652
რაჭაში მდებარე სასტუმრო ობიექტის Wine Space-ის, დამფუძნებელი მარიამ მარგიანი ამბობს, რომ წელს უამინდობის ფონზე, ივნისში გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით ჯავშნების 50%-იანი კლება ჰქონდათ.

როგორ დასრულდება მიმდინარე წლის ზაფხული, ამის პროგნოზირება კომპანიის დამფუძნებელს უჭირს.

“ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, დაახლოებით ორი კვირაა, რაც ჯავშნების რაოდენობამ 20%-ით მოიმატა. სავარაუდოდ, ივლისი-აგვისტო-სექტემბრის თვეებში ჩვენი სასტუმრო ტურისტებით დაიტვირთება, თუმცა რამდენით გაიზრდება მაჩვენებლები, ამას ზუსტად ვერ ვიტყვი, რადგან უამინდობაც ჩვენთვის გაუთვალისწინებელი შემთხვევა აღმოჩნდა", - განმარტა მარგიანმა.

ამასთან, Wine Space-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ წელს მათთან დასვენებით ძირითადად დაინტერესებულები არიან: ადგილობრივი ტურისტები და უცხოელი ვიზიტორები პოლონეთიდან, რუსეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და საუდის არაბეთიდან.

რაც შეეხება ფასებს, მარგიანის თქმით წელს, ფასები დაახლოებით 15-20%-ით გაზარდეს, რაც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებამ განაპირობა.

ცნობისთვის, Wine Space-ი აერთიანებს 3 ე.წ. გლემფინგ კოტეჯს და ერთ ბუტიკის ტიპის სასტუმროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები