საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 9.3%-ით გაიზარდა. წლის პირველ 11 თვეში კი ეკონომიკური ზრდა 10%-ს შეადგენდა. საქსტატის თანახმად, გასულ თვეში კერძო სექტორის ბრუნვა 11.7 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 16.7%-ით მეტია.
საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკური ზრდის მიზეზების შესახებ დღეს ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ზრდის წამყვანი ფაქტორები საფინანსო; ტრანსპორტის; ავტომობილებით ვაჭრობის; მშენებლობის და ტურიზმის სექტორებში არსებული მატება იყო. შემცირებულია უძრავი ქონებით ოპერაციები; ასევე აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა.
"გაზრდილია სამშენებლო მასალების იმპორტი და ცემენტის და კლინკერის იმპორტი; ტრანსპორტის დარგში ზრდა განპირობებულია სატვირთო გადაზიდვების მატებით; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლების მატებასთან.
სამთო მოპოვებით სექტორში ზრდა უკავშირდება ფერადი ლითონის მადნების მოპოვებას, რაც შეეხება ვაჭრობის სექტორს, ზრდა დაკავშირებულია ავტომობილებით და მათი ნაწილებით ვაჭრობის მოცულობის ზრდასთან. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ნოემბერში დაახლოებით 2.3-ჯერ არის გაზრდილი ავტომობილების რეექსპორტი. განსაკუთრებული ზრდა შეინიშნებოდა სომხეთის, ყაზახეთის და ყირგიზეთის მიმართულებით. ზრდის ტენდენციები ასევე გვაქვს არასპეციალიზებულ მაღაზიებში სასმელებით და თამბაქოს საცალო გაყიდვების მატებით. ასევე გაზრდილია ვაჭრობა ელექტროსაქონლით, კომპიუტერული ტექნიკით და მშენებლობის სექტორში არსებული ვითარების გათვალისწინებით.
ზრდის ტენდენცია იყო სასტუმროების და რესტორნების სექტორში, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მატებასთან. დაახლოებით 417 ათასი ვიზიტი განხორციელდა, რაც თითქმის 2.5-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. რაც შეეხება კლების ტენდენციებს, როგორც უკვე მოგახსენეთ, სამი სექტორი გამოვლინდა, სადაც კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ დამამუშავებელი მრეწველობა.
კლების ტენდენცია დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან. დაახლოებით 60%-63%-ით შემცირდა მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი. შემცირება ძირითადად ორ ქვეყანაზე აისახა, ეს გახლავთ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. უძრავი ქონების ოპერაციების მიმართულებით კლების მიზეზად სახელდება აღნიშნულ სექტორში მომსახურების მოცულობის შემცირებასთან, რაც დაკავშირებული იყო უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან. რაც შეეხება ხელოვნების დასვენების და გართობის სექტორში კლებას, ეს დაკავშირებული იყო აზარტული თამაშების სფეროში დაკავებული კომპანიების შემოსავლის შემცირებასთან,"- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი