მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ავსებს “მწვანე ბარათის” აპლიკაციას - სტატისტიკა წლების მიხედვით

61793d0b4c317
შოთა ტყეშელაშვილი
28.10.21 00:00
5123
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, მიმდინარე წელს “მწვანე ბარათების” გათამაშებაში საქართველოდან სულ 112,464 განაცხადი შეივსო. ეს წინა წელთან შედარებით 29,000 აპლიკაციით ნაკლებია.

სახელმწიფო დეპარტამენტის სტატისტიკის თანახმად, ევროპის ქვეყნებს შორის წელს საქართველოზე მეტი განაცხადი რამდენიმეგან დარეგისტრირდა და არცერთი ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი არაა, ესენია ალბანეთი (240,886), სომხეთი (160,965), აზერბაიჯანი (166,646), მოლდოვა (214,036), რუსეთი (533,169), თურქეთი (231,910) და უკრაინა (426,209).

"მწვანე ბარათების" გათამაშებას საქართველოში ყველაზე მეტი გამარჯვებული 2021 ფისკალური წლის გათამაშებისას ჰყავდა, რაც 1,899 გამარჯვებულს შეადგენდა. წლების მიხედვით, შევსებული აპლიკაციების და გამარჯვებულთა რაოდენობები იხილეთ გრაფიკზე: