1992 წლიდან, საქართველოსა და EU-ს შორის დიპლომატური ურთიერთობების დამყარებიდან მოყოლებული, ევროკავშირი საქართველოს უდიდესი მხარდამჭერი და დონორია.
მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს (MFF) ფარგლებში, EU-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების საერთო მოცულობა მილიარდ ევროს აჭარბებს. გარდა ამისა, ევროკავშირი ქვეყანას ცალკეული პროგრამებით, გრანტებით, შეღავათიანი სესხებითა და ფინანსური ინსტრუმენტებით ეხმარება.
MFF-ის გასული შვიდწლიანი ციკლი, რომელიც 2014-2020 წლებს მოიცავს, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაზე, სოციალურ გამოწვევებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე იყო ორიენტირებული. 2014-2020 წლების მრავალწლიანი ჩარჩოს ფარგლებში, საქართველომ ევროკავშირისგან 819.2 მილიონი ევროს (2.5 მლრდ ლარი) მოცულობის ფინანსური დახმარება მიიღო.
2007-2013 წლების MFF-ის ფარგლებში, საქართველომ €452 მილიონის (1.4 მლრდ ლარი) დახმარება მიიღო. ამ შემთხვევაში, ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტი საქართველოში დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა იყო; გარდა ამისა, EU საქართველოს ინვესტიციების მოზიდვაში, რეგიონულ განვითარებაში, სოციალურ პროექტებსა და რეფორმების გატარებაში დაეხმარა.
ევროკავშირის დელეგაციის მიერ Forbes Georgia-სა და BMG-ისთვის მოწოდებული ინფორმაციით, MFF-ის მიმდინარე ციკლი, რომელიც 2021-2027 წლებს მოიცავს, ბოლომდე ჯერაც არ არის შეთანხმებული, შესაბამისად, სამომავლო დაფინანსებაზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია.
გარდა ბილატერალური დახმარებებისა, საქართველო ევროკავშირისგან მაკრო-ფინანსურ დახმარებასაც იღებს, რაც გრანტებსა და შეღავათიან სესხებს მოიცავს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველომ €75 მილიონი მიიღო, ხოლო მეორე €75-მილიონიანი ტრანშის მიღებაზე მთავრობამ უარი განაცხადა; 2020 წელს მიღებული დახმარების მოცულობაც 75 მილიონ ევროს შეადგენდა, ხოლო 2018-2019 წლებში საქართველომ €45 მილიონი მიიღო; 2011-2015 წლებში კი საქართველო EU-სგან 46-46 მილიონ ევროს იღებდა.
გარდა ზემოაღნიშნული პროექტებისა, კოვიდ-პანდემიის გასამკლავებლად საქართველომ ევროკავშირისგან დამატებით 250 მილიონი ევრო მიიღო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი