მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის აქციზის გადასახადი მიიღო მთავრობამ საწვავიდან?

630e143ca8005
შოთა ტყეშელაშვილი
30.08.22 17:38
2711
2022 წლის პირველ შვიდ თვეში საქართველომ $719 მილიონის ღირებულების 716 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა.

წინა წელთან შედარებით ეს თანხა 77%-ით მეტია, რაც მკვეთრად გაზრდილ საწვავის ფასს უკავშირდება. რაოდენობრივად კი იმპორტის მოცულობა მხოლოდ 25 ათასი ტონით არის გაზრდილი, რაც 4%-იან მატებას წარმოადგენს.

როგორც გასულ წელს, ისევე წელსაც უცვლელია აქციზის მოსაკრებელი და ის ტონაზე 500 ლარს შეადგენს. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის იანვარ-ივლისში ბენზინის აქციზიდან მიღებული შემოსავალი 165.2 მილიონი ლარი იყო, დიზელის აქციზი კი 117.5 მილიონი ლარი იყო. ამასთანავე, სხვა ნავთობპროდუქტების აქციზიდან მიღებულმა შემოსავალმა 16 მილიონი შეადგინა. ჯამურად, საწვავის აქციზიდან წელს ბიუჯეტმა 299 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ერთ ლიტრზე აქციზის განაკვეთი 38 თეთრს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, რომ წელს საქართველომ ნავთობრპოდუქტების იმპორტის ბაზრები შეცვალა. თუკი 2021 წელს იმპორტის # ბაზარი თურქმენეთი; #2 კი რუმინეთი იყო, წელს ყველაზე დიდი მოცულობის საწვავის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა.

უფრო დეტალურად საწვავის იმპორტი ასე ნაწილდება:

1) რუსეთი - $254 მლნ, 262 ათასი ტონა; ზრდა თანხობრივად 270%;
2) რუმინეთი - $157 მლნ, 152 ათასი ტონა; ზრდა თანხობრივად 103%;
3) თურქმენეთი - $118 მლნ, 114 ათასი ტონა, ზრდა თანხობრივად 20%;
4) ბულგარეთი - $85 მლნ, 85 ათასი ტონა, ზრდა თანხობრივად 47%;
5) აზერბაიჯანი - $49 მლნ, 58 ათასი ტონა, კლება თანხობრივად 21%.