მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ორსული დაინფიცირდა Covid-19-ით იანვარში? - NCDC–ის მონაცემები

62023c118204c
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.22 14:00
550
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იანვარში ქვეყანაში „ომიკრონის“ აქტიური გავრცელების პერიოდში ვირუსით 4 019 ორსული დაინფიცირდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კოვიდ-ინფიცირებული ორსულების გარდაცვალების ფაქტებიც დაფიქსირდა, თუმცა რაოდენობის დასახელებისგან თავი შეიკავა, რამდენადაც მისი თქმით, ამ შემთხვევების კოვიდთან კავშირი ჯერ დადასტურებული არ არის.

„იანვარში ქვეყანაში „ომიკრონის“ აქტიური გავრცელების პერიოდში ვირუსით 4 019 ორსული დაინფიცირდა. ერთდროულად ქვეყანაში ერთ პერიოდში დაახლოებით 23-24 ათასი ორსულია ხოლმე. მთლიანად პანდემიის პერიოდში დადასტურებულია ორსულთა ინფიცირების 13 373 შემთხვევა, ანუ მთლიანი ინფიცირების დაახლოებით 1% ორსულ ქალბატონებზე მოდის“, - უთხრა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ.