საქსტატმა 2021 წლის სოფლის მეურნეობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს საქართველოში 136 ათასი ტონა ხორბლის, 233 ათასი ტონა სიმინდის, 57 ათასი ტონა პომიდვრის და 235 ათასი ტონა კარტოფილის მოსავალი მოიყვანეს.
ანგარიში მოიცავს ინფორმაციას, თუ რა არის ერთ ჰექტარზე პროდუქტიულობის მაჩვენებლები საქართველოში.
დოკუმენტის თანახმად, ძირითადი სასურსათო ნედლეულის წარმოება ქვეყანაში საოჯახო მეურნეობებში ხდება. მაგალითად, ადგილობრივი ლობიოს 99% საოჯახო მეურნეობებში მოჰყავთ, სიმინდისთვის ეს 94%-ია, კარტოფილისთვის - 98%. საოჯახო მეურნეობები კი თავის მხრივ, მცირემიწიანობით გამოირჩევიან და მათზე მაღალი ეფექტიანობის მიღწევა რთულია, ამის გამო, ერთ ჰექტარზე პროდუქტიულობა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია.
მოსავლიანობის სრული სტატისტიკა ასე ნაწილდება:
• კარტოფილი - მოსავალი 2021 წელს 235 ათასი ტონა, მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 14.3 ტონა;
• სიმინდი - მოსავალი 2021 წელს 233 ათასი ტონა, მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 3 ტონა;
• ხორბალი - მოსავალი 2021 წელს 136 ათასი ტონა, მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 2.7 ტონა;
• ლობიო - მოსავალი 2021 წელს 4 ათასი ტონა, მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 0.7 ტონა;
• პომიდორი - მოსავალი 2021 წელს 57 ათასი ტონა, მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 13.8 ტონა;
• კიტრი - მოსავალი 2021 წელს 30 ათასი ტონა, მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 12.7 ტონა;
• ხახვი - მოსავალი 2021 წელს 8.4 ათასი ტონა, მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 8 ტონა;
• საზამთრო - მოსავალი 2021 წელს 64.1 ათასი ტონა, მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 31.4 ტონა;
• ნესვი - მოსავალი 2021 წელს 10 ათასი ტონა, მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე 13 ტონა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი