მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი უცხოელი სტუდენტია საქართველოში და რა უჯდებათ მათ სწავლა? - სტატისტიკა

6385a371bcb04
თათია კაკიაშვილი
29.11.22 23:45
1873

წელს ჩვენს ქვეყანაში სულ 20694 საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს, ეს რიცხვი კი შარშან 16988 იყო. აქედან კერძო უნივერსიტეტში 14907, ხოლო სახელმწიფოში - 5787 საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს. აღნიშნული სტატისტიკა BMG-იმ განათლების და მეცნიერების სამინისტროდან გამოითხოვა.  

გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, რომ კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებში თითოეული სტუდენტის წლიური გადასახადის ოდენობა 1500-დან 38 805 ლარამდე მერყეობს. წელს 1500 ლარი უცხოელი სტუდენტებისთვის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წლიური გადასახადია, ხოლო 38 805 ლარს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საფრანგეთიდან ჩამოსული სტუდენტები იხდიან.

ამასთან, საქართველოში ყველაზე მეტი სტუდენტი სასწავლებლად შემდეგი ქვეყნებიდან ჩამოდის:

1. ინდოეთი (9641)
2. იორდანია (1443)
3. ნიგერია (1172)
4. ისრაელი (1074)
5. ეგვიპტე (977)
6. აზერბაიჯანი (729)
7. დიდი ბრიტანეთი (642)
8. ირანი (550)
9. სუდანი (532)
10. რუსეთი (437)

უცხოელი სტუდენტები საქართველოში კერძო უნივერსიტეტებიდან ყველაზე ხშირად ირჩევენ: 

1. საქართველოს უნივერსიტეტი (2946)
2. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი (2784)
3. ევროპის უნივერსიტეტი (1892)
4. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (1623)
5. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (784)

ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან: 

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (2645)
2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (958)
3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (599)
4. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (526)
5. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (505)

საშუალო გადასახადი, რომელსაც უცხოელი სტუდენტები კერძო უნივერსიტეტებში იხდიან:

1. საქართველოს უნივერსიტეტი - 5226 ლარი
2. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი - 14897 ლარი
3. ევროპის უნივერსიტეტი - 4706 ლარი
4. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 14859 ლარი
5. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - 13813 ლარი



გადასახადი, რომელსაც უცხოელი სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში იხდიან:

1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 22616 ლარი
2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 16746 ლარი
3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 12743 ლარი
4. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 3495 ლარი
5. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 10477 ლარი.