01.ივლისი .2020 23:11

რამდენმა მოქალაქემ მიიღო 200 და 300 ლარიანი დახმარება - 1 ივლისის სტატისტიკა

views 601
უკან

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 165 626 პირი. მათგან 104 547 პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი.

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 125 165 პირს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გადარიცხული თანხა შეადგენს 25 033 000 ლარს. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.