14.აპრილი .2020 14:18

რას ედავება "უნისონი" "ალდაგს?"-კომპანიის განმარტება

views 730
უკან

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიმართ, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

როგორც კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, შესაბამის ბაზარზე, კონკურენციის ხელშეწყობის, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის ბრძანების შესაბამისად შეიქმნა მოკვლევის ჯგუფი და საკითხის შესწავლა დაევალათ.

"უნისონში" მოკვლევის დასრულებამდე კომენტარი არ კეთდება. განმარტებები კი BM.GE-თან "ალდაგში" გააკეთეს. 

მათი თქმით, საქმე ეხება "ალდაგის" თანამშრომელსა და მის მეგობარს შორის (რომელიც ამასთანავე ალდაგის კლიენტია) მიმოწერას, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა კონკურენტ სადაზღვევოში, რის გამოც ამ უკანასკნელმა მიმართა კონკურენციის სააგენტოს, მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვის საქმეზე მოკვლევის თხოვნით.

"ალდაგის მენეჯმენტი გაერკვა რა საქმის დეტალებში, საყვედური გამოუცხადა თანამშრომელს და ეს ფაქტი მიიჩნია შიდა პროცედურების დარღვევად, თუმცაღა ამ მიმოწერას არანაირი გავლენა არ ჰქონია კლიენტის გადაწყვეტილებაზე დაზღვევასთან დაკავშირებით"-აცახდებენ კომპანიაში.
 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა