მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაზის დაზღვევა ალდაგში ყველაზე სწრაფი ანაზღაურებით და 70%-იანი სუბსიდიით (რ)

6440f17aa596b
BM.GE
20.04.23 11:58
532
ვაზის დაზღვევა უკვე სახელმწიფოს 70%-იანი სუბსიდიით არის შესაძლებელი. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ამასთან დაკავშირებით ფერმერებთან აქტიურ კომუნიკაციას იწყებს და მათ დაზღვევის საუკეთესო პირობებთან ერთად ანაზღაურების უსწრაფეს სისტემას სთავაზობს.

ფერმერებს ალდაგში სასურველი კულტურის 70%-იანი სუბსიდიით დაზღვევა და სტიქიით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება შეუძლიათ. ეს კულტურებია: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები, სუბტროპიკული კულტურები და ციტრუსი. დაზღვევა ისეთ გავრცელებულ რისკებს ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის);

ალდაგი 2014 წლიდან ჩართულია აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა კულტურის, მათ შორის ვაზის, დაზღვევის შემთხვევაში თანხის 70%-ის სუბსიდირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს და ფერმერებს დაზღვევის რეალური ღირებულების მხოლოდ 30%-ის გადახდა უწევთ, რაც დაზღვევას საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის.

"ალდაგისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს მიმართულება აგრო დაზღვევაა და ჩვენი ნდობის მაჩვენებელი ამ მიმართულებით წლიდან წლამდე იზრდება. სახელმწიფო სუბსიდირების ახალი ინიციატივით, რომლის ფარგლებშიც მევენახე ფერმერებსაც 70%-იანი თანადაფინანსებით შეუძლიათ დაზღვევით სარგებლობა, მათ საშუალებას მისცემს ორიენტირებული იყვნენ არა დანაკარგების აღდგენაზე, არამედ წარმოების გაზრდასა და განვითარებაზე“ - აცხადებენ სადაზღვევო კომპანია ალდაგში.

აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანია ალდაგს, აგრო დაზღვევის მიმართულებით ფერმერებისთვის 24 000 000 ლარზე მეტი აქვს ანაზღაურებული.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები