მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალდაგის შეთავაზება თეგეტა ეფრუვდის მომხმარებელს

642eb3e6586da
BM.GE
06.04.23 16:13
666
სადაზღვევო კომპანია ალდაგისა და თეგეტა ჰოლდინგის პარტნიორობის ფარგლებში, თეგეტა ეფრუვდის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ.

მომხმარებლები, რომლებიც ავტომობილს თეგეტა ეფრუვდში შეიძენენ, სადაზღვევო კომპანია ალდაგის ავტოდაზღვევის 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი საჩუქრად გადაეცემათ. შეთავაზებით სარგებლობა, 30 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

თეგეტა ეფრუვდი, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა და მისი ძირითადი საქმიანობა ამერიკიდან მეორადი ავტომობილების ჩამოყვანა-რეალიზებაა. კომპანიის მიზანია ბაზარზე შექმნას მაღალი კლასის, ხარისხიანი და სანდო მომსახურება. მომხმარებლებს აქ დახვდებათ მაღალი ხარისხის, სრულყოფილად შემოწმებული ავტომობილები, რომლებსაც 1-დან 5 წლამდე გარანტია ექნებათ.

ალდაგის ავტო დაზღვევით სარგებლობა და ავტომობილის რისკებისგან დაცვა ნებისმიერ მძღოლს შეუძლია, იგი ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

ალდაგის ავტო დაზღვევას მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც მოყვება, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი უზრუნველყოფს.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები