30.მარტი .2020 21:30

რას გულისხმობს პროგრამა “თიბისი შენთვის” და ვის შეეხება ის?

views 1233
უკან

“თიბისი ბანკი” 5 მლნ ლარზე მეტს COVD 19-ის გამოწვევების დასაძლევად გამოიყენებს. "თიბისის" გუნდს 2 მიმართულება აქვს არჩეული, როგორც “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, კვირაში რამდენიმე პროექტი ერთდროულად განხორციელდება.

“ორი კომპონენტი გვაქვს, ერთია 2 მლნ ლარი, რომელსაც გამოვიყენებთ სოციალური ნიშნით შერჩეული პროექტებისთვის, და მეორე, 3 მლნ ლარი, რომელსაც გამოვიყენებთ, მომხმარებლებისთვის, ეს იქნება ფიზიკური, იურიდიული პირი თუ ბიზნესები. მათ დავეხმარებით, რომ შევუმსუბუქოთ საკომისიო გადასახადებისგან გამოწვეული გასავალი, ამიტომ კრიტიკულია რომ ეს ორი კომპონენტი დავაბალანსოთ.

რაც შეეხება 3 მლნ-ს, რომელიც სოციალური პროექტებისთვის იხარჯება, იქ არის მრავალი იდეა, უამრავი ადამიანია ჩართული და ხალხი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს. ჩვენ გვაქვს 3 მიმართულება არჩეული, ერთია - გაციფრულება, მეორე - მოხუცების დახმარება და მესამეა დისტანციური განათლება. პირველი რაც გავაცხადეთ იყო კომპიუტერების პროგრამა რამდენიმე უნივერსიტეტთან, დღეს გაცხადდება ბავშვების პროგრამა, იგივე შინაარსით, ანუ, ამ შეთხვევაში უკვე ბავშვებზე დარიგდება კომპიუტერები", - განაცხადა “საქმიანი დილის” ეთერში ნიკა ქურდიანმა.

მისი თქმით, სრული გეგმა გაწერილი არ არის, რადგან ეს პროცესი ახლა ვითარდება და იდეების დამუშავებაც პარალელურად მიმდინარეობს.

“იდეების დამუშავება მიდის, არ არის გეგმა გაწერილი, პარალელურად მიდის ძალიან სწრაფი იმპლემენტაცია, დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ კრიტიკულია, რომ ჩვენ არ დავხარჯოთ დიდი დრო იდეების დამუშავებაზე, რადგან ახლაა დახმარება საჭირო. ჩვენ ასე ვთქვით, რომ კვირაში რამდენიმე პროექტი უნდა განვახორციელოთ და ასეც მივდივართ", - აცხადებს ნიკა ქურდიანი. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა