მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა ქურდიანი თიბისის აღმასრულებელ მენეჯმენტს ტოვებს

643d3b8e4342f
ნინო ტაბატაძე
17.04.23 16:24
15218
თიბისი ბანკის აღმასრულებელ მენეჯმენტში ცვლილებაა.

TBC Bank Group-ის ინფორმაციით, 1 მაისიდან ნიკა ქურდიანი დატოვებს „თიბისი ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობას, რომელიც პასუხისმგებელია ბრენდის სერვისის ხარისხზე, მარკეტინგსა და საერთაშორისო ბიზნესზე და დაიკავებს ახალ წამყვან როლს თიბისი ჯგუფში, სადაც მისი ძირითადი ფუნქცია საერთაშორისო გაფართოებაზე ზრუნვა იქნება. ის ასევე დარჩება TBC PLC-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად. 

ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბრენდის სერვისის ხარისხსა და მარკეტინგზე ზედამხედველობაზე პასუხისმგებლობას კი, „თიბისი ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აიღებს.

ნიკოლოზ ქურდიანი „თიბისის“ გუნდს 2014 წელს შეუერთდა, როგორც აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე მარკეტინგისა და მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების განხრით. 2018 წლიდან, ხელმძღვანელობს TBC-ის ციფრულ საბანკო პლატფორმას Space-ს. ასევე, თავმჯდომარეობს TBC Uzbekistan-ისა და PayMe-ის სამეთვალყურეო საბჭოს უზბეკეთში. 2021 წლიდან ხელმძღვანელობს ბრენდის გამოცდილებას, მარკეტინგსა და გადახდებს, ასევე ჯგუფის საერთაშორისო ბიზნესს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები